Название | Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი |
---|---|
Автор произведения | Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე |
Жанр | Прочая образовательная литература |
Серия | |
Издательство | Прочая образовательная литература |
Год выпуска | 0 |
isbn | 9785449015617 |
Burgerschaft – ქალაქ—მხარის Ⴠამბურგის და ქალაქ—მხარის Ⴁრემენის პარლამენტები.
Burgunderpfanne (ბურგუნდული ტაფა) – მძიმე ტაფა მაღალი გვერდებით და სახელურით.
Burgunderwein – ბურგუნდული ღვინო.
Bussing Automobilwerke AG («Ⴁჲუსინგ აუტომობილვერკე ႠႢ») – მსხვილი საავტომობილო კონცერნი, დაარსებული 1903 წ. Ⴂ. Ⴁჲუსინგის მიერ ქ. Ⴁრაუნშვაჲგში; უშვებდა სატვირთო მანქანებს და ავტობუსებს «Ⴁჲუსინგი».
Вuß- und Bettag (Ⴋონანიების და ლოცვის დღე) – რელიგიური გარდამავალი დღესასწაული ნოემბერში.
Buschmann-Brunnen (Ⴁუშმანის შადრევანი) – შადრევანი ქ. Ⴔრიდრიხსროდაში მუსიკოსების უძველესი ოჯახის წარმომადგენლის Ⴔრიდრიხ Ⴁუშმანის პატივსაცემად, რომელმაც 1821 წ. ააგო ტუჩით საკრავი პირველი გარმონი.
Bütte (ზეთის კასრი) – ჭრელად შეღებილი კასრი, რომლიდანაც წარმოთქვამენ სიტყვას Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.
Büttenrede (სიტყვის თქმა ზეთის კასრიდან) – სახუმარო საკარნავალო სიტყვა, წარმოთქმული Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.
Büttenredner – ადამიანი, რომელიც დგას ზეთის კასრზე და წარმოთქვამს სახუმარო საკარნავალო სიტყვას.
B.Z. («Ⴁე—Ⴚეტი») (შემ. Berliner Zeitung—იდან) – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში Ⴁერლინში.
C
Carl Winter Umversitätsverlag GmbH («Ⴉარლ Ⴅინტერ უნივერსიტეტფერლაგ ႢმბჀ») – გამომცემლობა, დაარსებული 1822 წ. Ⴉ. Ⴅინტერის მიერ ქ. Ⴉობურგში; 1948 წლიდან მდებარეობს ქ. Ⴠაჲდელბერგში; უშვებს სამეცრიერო ლიტერატურას.
Сarl Zeiss Jеna FC («Ⴉარლ Ⴚაჲს Ⴢენა ႴႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Carstens Karl (Ⴉარსტენსი Ⴉარლ, 1914—1992 წწ.) – Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტი 1979—1984 წწ. (ႵႣႩ).
CDU – იხ. Christlich Demokratische Union Deutschlands.
CeBIT – იხ. Centrum Buro-Information-Telekommunikation.
Cecilienhof (Ⴚეცილიენჰოფი) – სასახლე Ⴚეცილიენჰოფი Ⴎოტსდამში; აშენენებულია 1913 წ. ინგლისური