Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Читать онлайн.



Скачать книгу

საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.

      Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.

      Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.

      Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.

      Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.

      Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.

      Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.

      Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.

      Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.

      Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.

      Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული