Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Читать онлайн.



Скачать книгу

Alpen (Ⴁავარიის Ⴀლპები) – Ⴙრდილოეთის Ⴉირიანი Ⴀლპების ნაწილი Ⴂერმანიის ტერიტორიაზე.

      Bayerische Staatsbibliothek in München (Ⴁავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Ⴋჲუნხენში) – დაარსებულია 1558 წ.; Ⴄვროპაში ერთერთი უმსხვილესი ბიბლიოთეკა; ითვლის 6 მილიონ ტომს.

      Bayerische Staatsoper (Ⴁავარიის სახელმწიფო ოპერა) – მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო თეატრი; 1997 წლიდან მასში ტარდება ყოველწლიური საოპერო ფესტივალი.

      Bayerischer Maximiliansorden für Wissenschaft und Kunst (Ⴁავარიის Ⴋაქსიმილიანეს ორდენი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის) – Ⴁავარიის მხარის სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1980 წ.

      Bayerischer Verdienstorden (Ⴁავარიის Ⴃამსახურების ორდენი) – Ⴁავარიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1957 წ.

      Bayerischer Wald (Ⴁავარიის Ⴒყე) – Ⴋთები Ⴁავარიის მხარეში; ეროვნული პარკი.

      Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) – განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.

      Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») – ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.

      Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) – შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II—ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.

      Bayern (Ⴁავარია) – Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ—Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი – ლუდის ხდა; მეცნიერულ—კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები